Leo Messi ? (@WeAreMessi) | Twitterრამდენიმე დღეა, საფეხბურთო ევროპა ერთსა და იმავე თემას სხვადასხვა ინტერპრეტაციით განიხილავს. კითხვა მარტივია: დატოვებს მესი „ბარსელონას“?
ლეოს კონტრაქტს ვადა 12 თვის შემდეგ გასდის. ამ დროს არგენტინელი უკვე 34 წლის იქნება და სულ უფრო მცირდება ჩემპიონთა ლიგის მოგების ალბათობა. არადა, მესისთვის, რომელსაც უკვე ხუთი წელიწადია უმთავრესი ევროთასისთვის ხელი არ შეუვლია, ეს თემა იდეაფიქსად იქცა. „ბარსელონაში“ ოცნების ხორცშესხმას ცუდი მენეჯმენტი და ფინანსური კრიზისი უშლის ხელს. ბოლო წლებში კლუბის ბოსები გამუდმებით ყიდულობენ შემტევ ფეხბურთელებს და კონტრაქტს უფორმებენ ისე რა მწვრთნელებს, ლეოს ერთადერთი თხოვნის ასასრულებლად კი ფული არ ჰყოფნით – რამდენი ხანია, არგენტინელი გუნდში ნეიმარის დაბრუნებას იხვეწება.
ბოლოს და ბოლოს, წავა თუ არა ლეო? თუ წავა, სად? ერთადერთ შესაძლო ვარიანტად ინგლისური „სიტი“ მოიაზრება. ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი ფაქტორი პეპ გვარდიოლაა, ვისთანაც საერთო ენის გამონახვა მესის არასოდეს გასჭირვებია. მეორე ფაქტორი: კლუბში შეიხების გამოჩენის შემდეგ „სიტი“ ლოკალურ ტიტულებს იგებს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგას ვერაფერი მოუხერხა. აქ კლუბის და ფეხბურთელის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. მესამე ფაქტორი: მანჩესტერში დიდი ხანია აშენებენ იდეალურ საკლუბო სისტემას, რომელიც ძალიან ჰგავს „ბარსელონასას“.
Petinggi 'Mpok City' Tak Gentar Bertemu Tim Ini - Bolatory ეს არცაა გასაკვირი: უკვე რვა წელიწადია, „სიტის“ სპორტული დირექტორის პოსტს ჩიკი ბეგირისტაინი იკავებს – წარსულში „ბარსას“ ფეხბურთელი და მერე კლუბის სპორტული დირექტორი.
თითქოს არგუმენტები საკმარისზე მეტია და ერთი წლის თავზე სენსაციურ ტრანსფერს უნდა ველოდეთ, მაგრამ…
მესის ბარსელონურ კარიერაში ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, როცა ფეხბურთელი და მისი გარემოცვა წასვლაზე ალაპარაკდნენ. ყოველ ჯერზე საუბარი კონტრაქტის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე იწყებოდა და კლუბის მხრიდან ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტის გაფორმებით სრულდებოდა. სავარაუდოდ, ახლაც იგივე ხდება.
წინასაპენსიო ასაკში მყოფ ფეხბურთელს ძალიან სერიოზული პირობები სჭირდება, თორემ ერთი წლის თავზე „სიტის“ შეიხები თავუსუფალ აგენტ მესის „ოქროს სარაიას“ ნამდვილად არ დაამადლიან.
და მაინც: წავა თუ დარჩება? ალბათ სჯობს, მკითხაობა გვარდიოლას ფრაზით დავასრულოთ: „ვფიქრობ, მესი კარიერას „ბარსელონაში“ დაასრულებს და მე მხოლოდ მოხარული ვიქნები“.