ფრანგული ტოპ 14-ის „ლა როშელის“ შერკინების მწვრთნელად, აქვსენტი გიორგაძის ნაცვლად დავით ზირაქაშვილი დაინიშნა.
საქართველოს ნაკრების ყოფილი კვაჭი, 44 წლის გიორგაძე გუნდში 2012 წელს მივიდა, 2015 წლის ივლისში კი სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა. ფილიპ სენ-ანდრეს მწვრთნელობის დროს, ის საფრანგეთის ეროვნული ნაკრების კვაჭებს ავარჯიშებდა. აქვსენტის კლუბთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით აკავშირებდა, თუმცა მისი დატოვება გადაწყვიტა.
მისი წასვლიდან მალევე კლუბმა განაცხადა, რომ „ლა როშელში“ კონსულტანტის სტატუსით დავით ზირაქაშვილი მივიდა, რომელმაც კარიერის უდიდესი ნაწილი „კლერმონში“ გაატარა და მოთამაშის კარიერა ცოტა ხნის წინ დაასრულა.