„ბარსელონას“ ფრანგმა შემტევმა ანტუან გრიზმანმა, შესაძლოა, კარიერა ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელოს. ამის წინაპირობაც არსებობს – ფრანგს „ბარსაში“ არ წყალობენ და მასში გადახდილი 120 მილიონი ევროს წყალში გადაყრილად მიაჩნიათ. ამ ყველაფერს მწვრთნელთან დაძაბული ურთიერთობა დაემატა. ამბობენ, რომ დავარცხნილ-დალაგებული ურთიერთობა არც ლეო მესისთან აქვს.
ესპანური მედიის ინფორმაციით, გრიზმანის შეძენით ორივე მანჩესტერული გუნდი – „სიტი“ და „იუნაიტედია“ დაინტერესებული. ინგლისელებმა უკვე მიმართეს კატალონიელებს შესაბამისი სატრანსფერო წინადადებით.
მიმდინარე სეზონში გრიზმანმა „ბარსელონას“ მაისურით ყველა ტურნირზე 43 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა.