Watch Out Torres & Drogba! Raul & Ronaldo, Fowler & Owen And Other ...დღეს ნიდერლანდური ფეხბურთის ორი სუპერვარსკვლავის დაბადების დღეა. პირველის სახელი – რიუტგერიუს იოჰანეს მარტინიუსი, ალბათ, ბევრს არაფერს გეუბნებათ, მაგრამ საკმარისია გვარი ვახსენოთ…
რუუდ ვან ნისტელროი, ვინაც ფიფას ვერსიით, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესოთა ასეულში დაიმკვიდრა ადგილი. 1976 წლის 1 ივლისს პატარა ნიდერლანდურ ქალაქ ოსში დაბადებული რუდი სხვადასხვა დროს პსვ-ს, „მანჩესტერის“, „რეალის“, „ჰამბურგისა“ და „მალაგას“ სახელით ასამარებდა მეტოქეთა ოცნებებს. ერთი შეხედვით ვერგასატანს რომ გაიტანს, იმ კატეგორიის ფორვარდი იყო.
თითქოს ფლეგმატური, როგორც ნამდვილ კილერს შეეფერება და, გვარიდან გამომდინარე, ამადაც შეარქვეს „მისტერ ვანტასტიკა“.
ზუსტად იმავე დღეს, 1976 წლის 1 ივლისს ნიდერლანდებშივე, ოღონდ ამსტერდამში დაიბადა Artillería holandesa: Van Nistelrooy y Kluivert - La Arenga del Abueloფიფას ყველა დროის ასეულის კიდევ ერთი წევრი პატრიკ კლუივერტი. მისმა კარიერამაც ბევრი კლუბი დაიტია:
„აიაქსი“, „მილანი“, „ბარსელონა“, „ვალენსია“, პსვ, „ნიუკასლი“ და „ლილი“. საქმე სტატისტიკაში როდია: მეტოქეებმა არასოდეს იცოდნენ, სხეულის რომელი ნაწილით მოათვინიერებდა და გადაამისამართებდა კარში თუ პარტნიორისკენ ბურთს კლუვერტი. მეტსახელიც შესაბამისი ერგო – „შავი პანტერა“.
ცივსისხლიანი მკვლელი ნისტელროისა და ყველაზე პლასტიკური კლუვერტის წყვილად გამოსვლა ნიდერლანდების ნაკრების შემადგენლობაში, მეტოქეთათვის აბსოლუტურ კატასტროფას უდრიდა.
ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ სტატისტიკა ნაკლებად მნიშვნელოვანი და მუდმივად ხელმისაწვდომია. ამ ორმა იუბილარმა საკუთარი ქვეყნის და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ისეთი შლეიფი დატოვა, ტექსტად ვერარა დიდი მწერალი რომ ვერ გადმოსცემს.