გენიალური არგენტინელის პოსტსაფეხბურთო ცხოვრება ასეთივე გენიალური ვერ აღმოჩნდა, თუმცა უამრავი სკანდალისა და სამწვრთნელო ასპარეზზე არცთუ დიდი წარმატებების მიუხედავად, დღემდე არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დიეგოს სიდიადის ჯოკრად გამოყენებას ცდილობენ.
ერთ-ერთი გახლავთ ანტონიო ტორესი – ყოფილი ფეხბურთელი და საფეხბურთო მსაჯი, რომელმაც ჯერ კიდევ თებერვალში დაიწყო ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებისთვის მზადება. მისი განცხადებით, თუ არჩევნებში გაიმარჯვებს, ესპანეთის ნაკრების დამრიგებლად აგენტინული „ხიმნასია ესგრიმას“ მთავარ მწვრთნელ დიეგო არმანდო მარადონას მიიწვევს და მიზნად მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალში გასვლას დაუსახავს.
ასევე, მისი თქმით, მარადონას აგენტებთან პირველადი მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა.
მომავალ არჩევნებში ანტონიო ტორესის კონკურენტი ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი ლუის რუბალესი იქნება.