Australia says qualified athletes assured of Tokyo spots in 2021ტოკიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი, იაპონიის დედაქალაქში უკვე გადატანილი და 2021 წელს ჩასატარებელი „ტოკიო 2020“-ის წინააღმდეგია.

მართალია, ეს ყველაფერი პროსტესტით ფორმით ქუჩაში არ გამოუხატავთ, მაგრამ, სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები, ასეთია:

გამოიკითხა 1030 ადამიანი, რომელთა ასაკი 18-დან 72-წლამდეა. იაპონიის დედაქალაქის მოსახლეობის 51.7% ფიქრობს, რომ ოლიმპიადა არ უნდა ჩატარდეს. თუმცა, ჩატარების მომხრეც ბევრია – 46.3%. კიდევ 2%-მა პასუხისგან თავი შეიკავა.

კიდევ უფრო შორს მიდის იაპონელი ეპიდემიოლოგი კენტარო ივატა, რომელიც პირდაპირ ფიქრობს, რომ ოლიმპიური თამაშები არც 2021 წელს ჩატარდება. მეტიც, ამაში სულაც არ ადანაშაულებს იაპონიას და ხელს უფრო სხვა ქვეყნებისკენ იშვერს.

„ჯერ ერთი, იაპონიამ უნდა გაიმარჯვოს კორონავირუსზე. მეორე – ვირუსი დამარცხებული უნდა იყოს სხვა ქვეყნებშიც. მომავალ წლამდე პირველი ნაწილის შესრულება, შესაძლებელია. აი, მეორე ნაწილზე კი რა გითხრათ? ამიტომ ვარ პესიმისტურად განწყობილი. ოლიმპიურ თამაშებზე სხვა და სხვა ქვეყნიდან ძალიან ბევრი ადამიანი იყრის თავს, რაც არც თუ კარგად ემთხვევა იმ პირობებს, რაშიც ამჟამად ვიმყოფებით. ვფიქრობ, ოლიმპიური თამაშების გაუქმება, ყველაზე რეალური სცენარია“, – ამბობს ივატა.

წილი
წინა სტატიასხვა დინამო
შემდეგი სტატიასუპერმარიო გოლით წავიდა
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...