109 დღიანი პაუზის შემდეგ, რომელიც კორონავირუსის პანდემიის მიზეზით იყო გამოწვეული, ეროვნული ლიგა განახლდა. მიუხედავად იმისა, რომ ტურის ხუთი მატჩიდან, ოთხი ფრედ დამთავრდა, უინტერესო შეხვედრები ნამდვილად არ ყოფილა.
პირველი სათამაშო დღე სამწუხარო ამბავს დაემთხვა – „საბურთალოს“ 19 წლის ფეხბურთელის, ტრაგიკულად დაღუპული გიორგი შაქარაშვილის დაკრძალვას. ამიტომ „საბურთალო“ – „დინამოს“ მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო. ფეხბურთელები კი შავი სამკლავურებით ირჯებოდნენ მინდორზე. იგივე გამეორდა ტურის სხვა შეხვედრებშიც.
ამ ტრაგედიის ბრალი იყო, თუ, სხვა მიზეზი, მაგრამ საბურთალოელებმა ძალიან ცუდად ითამაშეს და რომ არა მათი მეკარის, ლაზარე კუპატაძის ყოჩაღობა, ანგარიში გაცილებით დიდი იქნებოდა.
„დინამომ“ კი სასიამოვნოდ გაგვაკვირვა. მოგეხსენებათ, სეზონის სტარტზე გამართული სამი მატჩიდან მათ ერთი წააგეს (სუპერთასზე, იმავე “საბურთალოსთან“ – 0:1) და ორი ფრედ ითამაშეს („თელავთან“ – 0:0 და „ბათუმთან“ – 1:1). მაგრამ აქ მთავარი იყო თამაშის ხარისხი. გუნდი საკუთარ თავს არ ჰგავდა.
ამჯერად კი კახა ჩხეტიანის სტილი ვიცანით: ლაღი, შემტევი და დაწყობილი. არადა, დინამოელებს ნიკა ნინუას გარდა, რომელიც დიდი ალბათობით, თურქეთში გააგრძელებს კარიერას, არაერთი ტრავმირებული ფეხბურთელი აკლდათ.
ნოდარ ქავთარაძეს და აკაკი შულაიას მიკრო ტრავმები აწუხებთ, ნიკა სანდოხაძემ ხელი მოიტეხა და ჯერჯერობით სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობს. ასევე ჯერ ინდივიდუალურად ირჯება ლევან ხარაბაძე. რაც შეეხება საიმონ ბენიოს და ფილიპ ორშულას ისინი ჩამოსულები არიან და სავალდებულო კარანტინში იმყოფებიან.
სტუმართაგან განსაკუთრებით ირაკლი ბუღრიძეს და ბრაზილიელ ახალწვეულ ვიტორ პერნამბუკოს გამოვარჩევდით. პირველი ერთობ აქტიური იყო, ბურთიც გაიტანა და საგოლე პასითაც გამოირჩა. მეორემ კი რამდენჯერმე ბრაზილიური ტექნიკით მოგვხიბლა.
და კიდევ, გიორგი კუცია, რომელმაც ულამაზესი ჯარიმა გაიტანა.
ეს დინამოელთა პირველი გამარჯვება გახლდათ მიმდინარე სეზონში.
ყოჩაღად გამოიყურებიან დებიუტანტები: „თელავი“ და „მერანი.“ მათ საკმაოდ ძლიერ მეტოქეებთან მოუწიათ შერკინება, მაგრამ ღორსეულად ითამაშეს და ჯერჯერობით დაუმარცხებლები არიან.
პირველი ქულები მოიპოვეს „ტორპედომ“ და „ჩიხურამ,“ არადა ზემოიმერლები 0:2 იგებდნენ. ქუთაისელთაგან დუბლი მიითვალა შეცვლაზე შესულმა გიორგი ფანცულაიამ. ეს გიორგის მეხუთე დუბლი გახლდათ ეროვნულ ლიგაში.
საინტერესო იყო საჩხერელთა გუნდში 17 წლის ივან ფოცხვერიას დებიუტი. ის უკრაინაშია გაზრდილი და 90-იანი წლების დონეცკის „შახტარისა“ და საქართველოს ნაკრების ყოფილი შემტევის, მიხეილ ფოცხვერიას ვაჟია.
საბურთალო 0:3 დინამო
0:1 კუცია (17), 0:2 კაპანაძე (50), 0:3 ბუღრიძე (54)
გაძევება: ლაკვეხელიანი (87, საბურთალო)
ბათუმი 1:1 თელავი
1:0 ფლამარიონი (1), 1:1 კოხრეიძე (53)
ლოკომოტივი 1:1 მერანი
0:1 დეისაძე (59), 1:1 შონია (76)
დილა 1:1 სამტრედია
0:1 დისი (15), 1:1 კოვტალიუკი (27, პენ)
ტორპედო 2:2 ჩიხურა
0:1 ბუხაიძე (18), 0:2 გვაზავა (49), 1:2, 2:2 ფანცულაია (64, 90+4)
48-ე წუთზე ტაბატაძემ (ტორპედო) ვერ გაიტანა პენალტი
გუნდი | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | ბურთები | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|
ბათუმი | 36 | 21 | 12 | 3 | 73:27 | 75 |
დინამო | 36 | 21 | 7 | 8 | 59:28 | 70 |
დილა | 36 | 17 | 10 | 9 | 48:35 | 61 |
საბურთალო | 36 | 15 | 12 | 9 | 52:40 | 57 |
ლოკომოტივი | 36 | 15 | 8 | 13 | 57:59 | 53 |
თელავი | 36 | 12 | 8 | 16 | 35:53 | 44 |
სამგურალი | 36 | 9 | 14 | 13 | 34:46 | 41 |
ტორპედო | 36 | 9 | 13 | 14 | 38:44 | 40 |
შუქურა | 36 | 5 | 12 | 19 | 28:49 | 27 |
სამტრედია | 36 | 5 | 6 | 25 | 33:76 | 21 |
2 ივლისი: ბათუმი – საბურთალო
3 ივლისი: დინამო -ლოკომოტივი
4 ივლისი: ჩიხურა – დილა, თელავი – სამტრედია
5 ივლისი: მერანი – ტორპედო
მეგოლეები: ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი) – 4, გიორგი ფანცულაია (ტორპედო), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა), გიორგი კორიფაძე (ჩიხურა) – 2