მიუხედავად იმისა, რომ „ბარსელონამ“ საჩემპიონო რბოლაში შანსები გაიუარესა, გუნდის მცველ ჟერარ პიკეს თქმით, ჯერ დაკარგული არფერია და კატალონიელები ბოლომდე იბრძოლებენ.
„დაიმახსოვრეთ ერთი: ჩვენ „ბარსა“ ვართ! ბოლომდე ბრძოლა ჩვენი თვისებაა. თავს ვწევთ მაღლა და სამშაბათს მოედანზე მოსაგებად გავდივართ“, – წერს პიკე „ტვიტერში“.
შეგახსენებთ, „ბარსელონამ“ 32 მატჩში 69 ქულა დააგროვა და პრიმერა დივიზიონის ცხილს ამ წუთისთვის კი ლიდერობს, მაგრამ კონკურენტ მადრიდის „რეალზე“ ერთით მეტი მატჩი აქვს ჩატარებული და მხოლოდ ქულით მეტი. „რეალს“ პირველი ადგილის დასაბრუნებლად ამაღამ „ესპანიოლთან“ ფრეც ჰქოფნის.
„ბარსა“ კი, მომდევნო მატჩს სამშაბათს, 30 ივნისს მადრიდის „ატლეტიკოსთან“ გამართავს.