Liverpool: How many people attended the Champions League parade?30-წლიანი პაუზის შემდეგ „ლივერპულმა“ როგორც იქნა, ნაინანატრი ჩემპიონობა მოიპოვა. გულშემატკივარიც, როგორც სჩვევია, ზეიმს ქუჩაში შეუდგა, მაგრამ ქალაქის მერმა სამართალდამცავ ორგანოებს მათი დაშლა დაავალა.

ამის მიზეზი ქალაქის ერთ-ერთ ისტორიულ შენობაში, Royal Liver Building-ში გაჩენილი ხანძარია. გავრცელებული ვერსიით, ხანძარი გულშემაკივრების მიერ ნასროლმა პეტარდებმა გამოიწვია.

ამასთან, კორონავირუსის გამო 28 ივნისამდე შეზღუდვებია და მასობრივი აღნიშვნები აკრძალულია. მერსისაიდში კვლავინდებურად პროპორციულად დიდი რაოდენობის ხალხია დაინიცირებული, ვიდრე ქვეყნის სხვა რეგიონებში.

ლივერპულის პოლიციის უფროსის თანაშემწე ჯონ როი აცხადებს, რომ იმ ხალხის, ვინც „ლივერპულის“ ჩემპიონობას ზეიმობს, კარგად ესმის, მაგრამ ახლა შესაფერისი დრო არ არის. მოუწოდა და სთხოვა, რომ ცოტა დაიცადონ და რეგილაციების შემსუბუქების შემდეგ გუნდთან ერთად იზეიმონ. ახლა მთავარი უსაფრთხოებაა.

შეგახსენებთ, „ლივერპული“ ვადაზე ადრე გახდა პრემიერლიგის გამარჯვებული მას შემდეგ, რაც „მანჩესტერ სიტიმ“ ლონდონის „ჩელსისთან“ მატჩი 1:2 დათმო.

წილი
წინა სტატიარონალდუს კიევო დარჩა
შემდეგი სტატიამბაპეს ჯიჯი და ლასა აკლია
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...