გიორგი კაუციამ თავი ლამაზი გოლით გამოიჩინა

კორონავირუსის მიზეზით შეწყვეტილი ეროვნული ლიგის გათამაშება, 109 დღიანი პაუზის შემდეგ განახლდა. პირველი სათამაშო დღე ძალიან ცუდ ამბავს დაემთხვა – „საბურთალოს“ ჭაბუკი ფეხბურთელის, ტრაგიკულად დაღუპული გიორგი შაქარაშვილის დაკრძალვას. ამიტომ ორივე მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო. ფეხბურთელები კი შავი სამკლავურებით ირჯებოდნენ მინდორზე.

პირველმა მატჩმა დაადასტურა, რომ ეს პაუზა თბილისის დინამოელთათვის გაცილებით ნაყოფიერი გამოდგა, ვიდრე საბურთალოელთათვის. ჩემპიონმა ყველა კომპონენტში აჯობა მასპინძლებს და დამსახურებულად გაიმარჯვა 3:0. სტუმართაგან განსაკუთრებით ირაკლი ბუღრიძეს და ბრაზილიელ ახალწვეულ ვიტორ პერნამბუკოს გამოვარჩევდით. პირველი ერთობ აქტიური იყო, ბურთიც გაიტანა და საგოლე პასითაც გამოირჩა. მეორემ კი რამდენჯერმე ბრაზილიური ტექნიკით მოგვხიბლა.

და კიდევ, გიორგი კუცია, რომელმაც ულამაზესი ჯარიმა გაიტანა.

მასპინძელთაგან კი სამი გაშვებული გოლის მიუხედავად, საუკეთესო, მეკარე ლაზარე კუპატაძე გახლდათ. რომ არა მისი შესანიშნავი თამაში, ანგარიში ალბათ გაცილებით დიდი იქნებოდა.

ეს დინამოელთა პირველი გამარჯვება გახლდათ მიმდინარე სეზონში.

ისევ ყოჩაღობს დებიუტანტი „თელავი.“ ამჯერად კახელებმა ბათუმიდან წამოიღეს ქულა (1:1). სამი ტურის შემდეგ, თელაველებს სამი ფრე მოუგროვდათ. თან ამ სამიდან, ორი ჩემპიონობის პრეტენდენტები, თბილისისა და ბათუმის „დინამოები“ არიან.

საბურთალო 0:3 დინამო

0:1 კუცია (17), 0:2 კაპანაძე (50), 0:3 ბუღრიძე (54)

გაძევება: ლაკვეხელიანი (87, საბურთალო)

ბათუმი 1:1 თელავი

1:0 ფლამარიონი (1), 1:1 კოხრეიძე (53)