მართლაც ძალიან მაგარი ბიჭობა უნდა, ამ ასაკში ლეო მესის რომ შეგადარონ. „მალიორკელ“ ლუკა რომეროს ამაში არგენტინელობაც უწყობს ხელს და ასაკისთვის შეუფერებლად გააზრებული ფეხბურთიც.
ლუკა ჩინებული დრიბლიორია და ცაციათი კარგად დაყენებული დარტყმაც აქვს.
სერიოზულად გაუმართლა რომეროს. გასული ტურის შეხვედრაში მწვრთნელს იძულებითი ცვლილება დასჭირდა და უკვე მე-12 წუთზე ლუკა მოედანზე შეუშვა. ეს მისი დებიუტი იყო ლა ლიგაში. და მერე ვისთან? მადრიდის „რეალთან“!
ჯერ არავინ იცის, როგორ წარიმართება ლუკა რომეროს კარიერა, მაგრამ ესპანური ლიგის ისტორიაში უკვე შევიდა.
„რეალთან“ სადებიუტო მატჩისას ის 15 წლის 219 დღის იყო.
მასზე ახალგაზრდას ჯერ ლა ლიგაში არავის უბურთავია. წინა რეკორდმა 81 წელი გაძლო. 1939 წლის 31 დეკემბერს „სელტას“ მცველი სანსონი სადებიუტო მატჩისას 15 წლის და 255 დღის იყო.