ფრანგული გამოცემა rugbyrama აგრძელებს მკითხველთა გამოკითხვას და პანდემიის გამო შეწყვეტილი 2019-2020 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრების შედგენას.

მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე სულ 8 კანდიდატი შეირჩა და მათგან სამი ქართველია. ტრადიციულად, ჩამონათვალს თან მოკლე დახასიათება ახლავს:

ბექა შეყლაშვილი (კოლომიე): 33 წლის ქართველი მესამე სეზონს ატარებს „კოლომიეში“ და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საუკეთესოა ამ პოზიციაზეა. მან გასულ სეზონი 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 11-ჯერ სასტარტოში იყო და შერკინების ლიდერი იყო.

No description available.ილია კაიკაციშვილი (ნევერი): 27 წლის მორაგბემ, რომელიც „ნევერს“ „მასიდან“ სეზონის წინ შეუერთდა, მალევე დაიმკვიდრა გუნდში ადგილი. 180 სანტიმეტრი სიმაღლის, 122 კილიგრამი წონის ბურჯმა 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა და „ვალანს-რომანთან“ დუბლიც შეასრულა.

ირაკლი მირცხულავა (ოიონა): 31 წლის მორაგბემ ამ სეზონში ჩატარებნული 11-ვე შეხვედრა ძირითადში დაიწყო. მე-7 ტურში მიღებული ტრავმის გამო, მას დიდი დრო გაუცდა და მოედანს მხოლოდ იანვარში დაუბრუნდა, თუმცა მარჯვენა ბურჯების შერჩევისას მის კანდიდატად დასახელებას ამან ხელი ვერ შეუშალა.