კლუბის ოფიციალურ საიტზე უკვე დაიდო ინფორმაცია, რომ „მონაკოს“ ერთბაშად ექვსი ფეხბურთელი დატოვებს.
წამსვლელთა შორის ორი მეკარეა. დიეგო ბენალიოს და სეიდუ სის კონტრაქტის ვადა ამოეწურათ და თავისუფალი აგენტის სტატუსით მიდიან, ისევე როგორც ნახევარმცველი მუსა სილა.
კიდევ სამი ფეხბურთელი საიჯარო ვადის გასვლის შემდეგ საკუთარ კლუბებს უბრუნდება. ნახევარმცველი ტემუე ბაკაიოკო ლონდონურ „ჩელსის“ ეკუთვნის, კიდევ ერთი ნახევარმცველი ადრიენ სილვა და ფორვარდი ისლამ სლიმანი კი “ლესტერის” განკარგულებაში ბრუნდებიან.
პანდემიის გამო ვადამდე დასრულებულ ჩემპიონატში „მონაკომ“ 28 ტურში 40 ქულა დააგროვა და მე-9 ადგილი დაიკავა. თუ კლუბის ხელმძღვანელობამ წარმოქმნილი საკადრო დეფიციტი სასწრაფოდ არ გადაფარა, მომავალ სეზონში ამ პოზიციის შენარჩუნებაც გაუჭირდება.