„ლივერპული“ არანორმალურ შეთავაზებას გაუკეთებს „პარი სენ-ჟერმენს“ – სადიო მანე და 200 მილიონი გირვანქა სტერლინგი კილიამ მბაპეს სანაცვლოდ. ამის შესახებ ბრიტანული მედია წერს.
რა არის არანორმალური? ის, რომ თავად მანე 150 მილიონი ღირს. ყოველ შემთხვევაში, ამ თანხის გადასახდელად მზად მადრიდის „რეალი“ და ზემოთ ნახსენები პსჟ არიან.
ამ გაცვლას საფუძვლად ისიც უდევს, რომ მანე „ლივერპულთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. არადა, სენეგალელი იურგენ კლოპის ფავორიტი ფეხბურთელია და ახალი ხელშეკრულებით, ვირჯილ ვან დეიკთან ერთად კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი (250.000 გირვანქა კვირაში) გახდება. თუმცა, როგორც ჩანს, მანეს სხვა გეგმები აქვს.
ამიტომაც, მერსისაიდული კლუბი ცდილობს ტრანსფერში გამოიყენოს, თანაც მანე პსჟ-ს სურს. ჰოდა, „ლივერპული“ ცდილობს, მბაპეს სანაცვლოდ, მანე იქეთ შესთავაზოს ფრანგებს და თანხაც დაუმატოს.
თუმცა, ჯამში 350 მილიონი გირვანქა სტერლინგი ფეხბურთელში, ძალიან ზედმეტი გვეჩვენება…
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
