„ბოლონიასთან“ 2:0 მოგებულ შეხვედრაში „იუვენტუსის“ ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ გამარჯვებისა გაიტანა და პირადი რეკორდების დიდ ნუსხაში კიდევ ერთი მოკრძალებული სტრიქონი ჩაწერა. ეს რონის 43-ე გოლი იყო სერია A-ში, რაც ერთით მეტია თანამემამულე რუი კოშტას შედეგზე. კოშტა, „მილანის“ და „ფიორენტინას“ ყოფილი შემტევი ნახევარცველი კარგა ხანს იტალიაში ყველაზე მეტის გამტან პორტუგალიელთა შორის პირველი იყო. ახლა კი კრიშტიანუ გალიდერდა.
საინტერესოა, რომ რონალდუ საუკეთესო პორტუგალიელი მეგოლეა ესპანურ პრიმერასა (311 გოლი „რეალში“) და ინგლისურ პრემიერლიგაში (84 გოლი „მანჩესტერში“).