მარიო გიოტცე „დორტმუნდს“ სეზონის ბოლოს დატოვებს, თუმც ის უკვე სახლშია.
გერმანული მედიის ცნობით, ფეხბურთელმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შინ დაბრუნდეს და პირველი შვილის დაბადებით დატკბეს. ისე კი ბუნდესლიგის რეგლამენტის თანახმად, გუნდთან ერთად ისეც ვერ ივარჯიშებდა. მიზეზი, ცოლთან სამშობიაროში ხშირი ვიზიტები გახდა.
მარიო „დორტმუნდის“ აღზრდილია. გუნდში 2008 წლიდან 2013 წლამდე თამაშობდა, საიდანაც მიუნხენის „ბაიერნში“ გადავიდა. 2016 წელს კი ისევ მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა, რაშიც „დორტმუნდმა“ 22 მილიონი ევრო გადაიხადა. მიმდინარე სეზონში გიოტცემ სულ 15 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.
ის გერმანული ფეხბურთის ვარსკვლავთბიჭუნაა, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ფინალში ერთადერთი გოლი არგენტინას სწორედ მარიო გიოტცემ გაუტანა.