„მანჩესტერ სიტის“ მთავარშემტევის, სერხიო აგუეროს მამამ, ლიონელ დელ კასტილიომ, თქვა, რომ მის შვილს მენისკი აწუხებს და სავარაუდოდ, ოპერაცია დასჭირდება.
„სერხიოს ვესაუბრე. მას მუხლის ტრავმა აქვს, სავარაუდოდ მენისკი. შემოწმებას ჩაუტარებენ და დაადგენენ, რამდენად მძიმეა დაზიანება. ვფიქრობ, კვირის ბოლოს ბარსელონაში გაუკეთებენ ოპერაციას. ასეთი პრაქტიკა ერთხელ უკვე იყო,“ – უთხრა აგუეროს მამამ მედიას.
სერხიო ორშაბათს, პრემიერლიგის 30-ე ტურის მატჩის პირველ ტაიმში დაშავდა „ბარნლის“ წინააღმდეგ (5:0).