მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, სერბმა ნოვაკ ჩოკოვიჩმა კალათბურთის სათამაშოდ „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდ ლებრონ ჯეიმსს გაუგზავნა.
„ნოლემ“, რომლის სიმაღლე 188 სმ-ია, საკუთარ „ტვიტერზე“ ვიდეო დადო, სადაც ბურთის ტარების დემონსტრირებას ახდენს, შემდეგ კი, ზუსტად ისვრის კალათში. იქვეა მინაწერიც – მზად ვარ ლებრონ ჯეიმსთან სათამაშოდ?
თავად ჯეიმსმა უყურადღებოდ არ დატოვა ნოვაკის კითხვა…
„ჰა! ვფიქრობ, შენ ერთ-ერთზე სათამაშოდ მზად ხარ. კარგად ატარებ ბურთს და ზუსტად ისვრი მეგობარო“, – ასეთი იყო იმავე სოციალურ ქსელში ლებრონის პასუხი.
Am I ready for a 1:1 @KingJames? ?? pic.twitter.com/78MwBZaAiS
— Novak Djokovic (@DjokerNole) June 20, 2020