თავდაპირველად, საფრანგეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში სპორტული ღონისძიებები სექტემბრამდე აკრძალა და ქვეყნის ჩემპიონატიც ვადაზე ადრე დაასრულა, მაგრამ გადაწყვეტილება შეცვალა. ოღონდ ეს ჯერ საფეხბურთო ლიგა 1-ს არ ეხება.
უკვე დადგენილია, რომ 11 ივლისიდან საფრანგეთში გუნდურ ტურნირებს დაუშვებენ. ეს გადაწყვეტილება კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო გამოწვეული შეზღუდვების ახალ ეტაპზე გადასვლის შესაბამისად მიიღეს, რაც ეროვნულ ფედერაციას საშუალებას მისცემს საფრანგეთისა და ლიგის თასის ფინალები ჩაატაროს.
რაც შეეხება დასწრებას: თავდაპირველად ღონისძიებებზე დაშვებული იქნება 5 ათასი მაყურებელი, ხოლო ლიგა 1-ის განახლების შემდეგ მათი რაოდენობის გაზრდა იგეგმება.