სასამართლომ არ დააკმაყოფილა ნეიმარის სარჩელი “ბარსელონას” წინააღმდეგ. პსჟ-ს ფორვარდი „ბარსელონაში” 2013-2017 წლებში ბურთაობდა. 2016 წელს მან გაახანგრძლივა კონტრაქტი, რომელშიც გაწერილი იყო ბონუსები 43,6 მილიონი ევროს ოდენობით. მიუხედავად იმისა, რომ ახალი კონტრაქტის გაფორმებიდან ერთი წლის თავზე პსჟ-ში გადაბარგდა, ნეიმარს მიაჩნდა, რომ კლუბმა მას ბონუსები სრულად უნდა გაუსტუმროს. სასამართლომ არათუ არ დააკმაყოფილა ნეიმარის სარჩელი, მას „ბარსელონას” სასარგებლოდ 6,7 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა. ბრაზილიელს აპელაციის უფლება დაუტოვეს, მაგრამ მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, ძნელად სავარაუდოა, სასამარლოს ისევ მიმართოს.