კობი ბრაიანტის თანაშემწე კრეიტ ბრეიდმა გამოძიებას ახალი ინფორმაცია მიაწოდა. ცხადია, იანვარში მომხდარი ავიაკატასტროფის შესახებ, რის შედეგად დაიღუპა კალათბურთის ლეგენდა, მისი გოგონა ჯიანა და კიდევ 7 ადამიანი.
ბრეიდის სიტყვებით, კობიმ თავად თხოვა, გაფრენის თავდაპირველი დრო შეეცვალა და 45 წუთით ადრე გადაეწია.
„წინა საღამოს გაფრენის დრო მე შევცვალე, რადგან კობიმ გადაწყვიტა სხვა გუნდის თამაშიც ენახა. თავდაპირველად გადაწყვეტილი იყო გაფრენა 9:45 საათზე, მაგრამ შეიცვალა და 9 საათისთვის დაიგეგმა“, – ამბობს ბრეიდი.
თანაშემწე იმასაც ამბობს, რომ გაფრენის ეს დროც გადაიდო – არასასურველი საფრენი ამინდის გამო 15 წუთით. შემდეგ კი პილოტმა გაფრენა გადაწყვიტა, რადგან ჩათვალა, რომ ხელისშემშლელი აღარაფერი იყო.
კობი NBA-ს ხუთგზის ჩემპიონი გახლდათ. ორჯერ დაასახალეს ფინალის ყველაზე ღირებულ მოთამაშედ.
ბრაიანტი 2020 წლის 26 იანვარს დაიღუპა. მისი ვერტმფრენი ლოს-ანჯელესის მახლობლად მთებს შეეჯახა.