უეფას აღმასკომი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალების კენჭისყრის თარიღად 10 ივლისს დაადასტურებს. მოგეხსენებათ, ამ ეტაპის საგზურები უკვე მოიპოვეს „ატალანტამ“, „ატლეტიკომ“, პსჟ-მა და „ლაიფციგმა“.
კიდევ ოთხი მეოთხედფინალისტის ვინაობა კი 7-8 აგვისტოს „იუვენტუსი“ – „ლიონის“, „ბარსელონა“ – „ნაპოლის“, „სიტი“ – „რეალისა“ და „ბაიერნი“ – „ჩელსის“ საპასუხო მერვედფინალურ შეხვედრებში გაირკვევა.
ამის შემდეგ მოვლენათა ეპიცენტრი ლისაბონში, „და ლუჟზე“ და „ჟოზე ალვარადეზე“ გადაინაცვლებს. ლიგის შეკვეცილი ფორმატის განრიგი ასეთია:
მეოთხედფინალები. 12-15 აგვისტო (თითო მატჩი)
ნახევარფინალები. 18-19 აგვისტო (თითო მატჩი)
ფინალი. 23 აგვისტო
Image
Image