„ფორმულა 1“-ს ხელმძღვანელობამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2020 წელს აზერბაიჯანის, სინგაპურისა და იაპონიის გრან-პრი არ გაიმართება.
პირველ ორ შემთხვევაში რბოლები ქალაქის პირობებში იმართება და სწორედ ამიტომ, ფორმულას ბოსებმა ჩათვალეს, რომ პანდემიის პირობებში საქალაქო ტიპის ტრასების მომზადება მეტისმეტად რთული იქნება და გარისკვა არ ღირს.
სხვა ვითარებაა იაპონიაში: ქვეყნის ხელმძღვანელობამ საზღვრები ჩაკეტა და იაპონიაში უცხოელთა შესვლა აკრძალა. ხაზგასმულია, რომ საუბარი არ არის სტარტების გადადებაზე – სამივე გრან-პრი გაუქმებულია.