აშშ-ის ღია პირველობის გამართვასთან და ტურის განახლებასთან დაკავშირებით ATP-მა მორიფი ვიდეოკონფერენცია გამართა. ზოგიერთმა ჩოგბურთელმა გამოთქვა მოსაზრება, რომ იქნებ ღირდეს, სარეიტინგო ქულები არ დაირიცხოს არამხოლოდ ამ ტურნირზე, არამედ ტურის შეჩერებიდან ერთი წლის განმავლობაში (2021 წლის მარტამდე).
არგუმენტი: აშშ-ის ღია პირველობა საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე გაიმართება, წყვილთა თანრიგი კი 64-დან 24 წყვილამდე შემცირდება, რაც დაბალრეიტინგიან ჩოგბურთელებს ტურნირზე მოხვედრის შანსს ართმევს.
ტურნირის ფორმატის შეკვეცა ავტომატურად ნიშნავს საპრიზო ფონდის შემცირებასაც. ამერიკაში ასპარეზობაზე უარი უკვე თქვა როჯერ ფედერერმა და დიდი შანსია, იქ ვერც ნოვაკ ჯოკოვიჩი ვიხილოთ. ტურნირის სტარტი 24 აგვისტოს არის დაგეგმილი.