გერმანიის მეოთხე ლიგის ბინადარი „საარბრუკენი“ წინასწარვე განწირული იყო. 94-დღიანი უქმობის შემდეგ ძნელია დაუპირისპირდე გუნდს, რომელსაც ბუნდესლიგაში ერთ-ერთი დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავს. „ლევერკუზენმა“ 3 გოლი იკმარა, თუმცა ბურთის ფლობის პროცენტი 83 იყო.
ლევერკუზენული გუნდი გერმანიის თასის ფინალშია და „ბაიერნი“-„აინტრახტის“ წყვილში გამარჯვებულს ელოდება.
სხვათა შორის შარშანწინ მიუნხენის „ბაიერნს“ სწორედ „აინტრახტმა“ აართვა ქვეყნის თასი.