ტურინის „იუვენტუსი“ არაფრისდიდებით არ აპირებს „ბარსელონას“ ნახევარმცველის, არტურის ტრანსფერზე უარის თქმას. იტალიელები ფეხბურთელს ხელფასის გასამმაგებას ჰპირდებიან. დაუზუსტებელი ინფორმაციით, არტურს ბარსელონაში 5 მილიონ ევროს უხდიან. ასეთია მარტივი საფეხბურთო მათემატიკა…
ამასობაში კი მადრიდის „რეალის“ ერთ-ერთმა სიმბოლომ, სერხიო რამოსმა კლუბთან ხელშეკრულება გაახანგრძლივების სურვილი გამოთქვა, უფრო რომ დავაზუსტოთ, სურვილი ორმხრივია. 34 წლის მცველის მიმდინარე კონტრაქტს ვადა 2021 წლის ზაფხულში გასდის, ახალი კი 2022 წლამდე იქნება.
შეგახსენებთ, რომ რამოსი მადრიდში „სევილიადან“ 2005 წელს გადაბარგდა.