„ბარსელონა“ და ლეო მესი მომავალ კვირაში მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდებიან. ესპანური მედია იმასაც წერს, რომ ეს იქნება მოსამზადებელი საუბარი დიდი სამუშაოსთვის, რომლის ძირითადი ნაწილი მომავალ სეზონის პირველ ნახევარში გაგრძელდება.
„ბარსელონას“ მხრიდან მოლაპარაკებებში კლუბის პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ და აღმასრულებელი დირექტორი ოსკარ გრაი იქნებიან ჩართულნი, ხოლო მესის წარმომადგენელი მამა, ხორხე მესი იქნება.
აღსანიშნავია, რომ არგენტინელის სურვილია კონტრაქტი იყოს ჩადებული პუნქტი, სადაც მისი გაწყვეტა ნებისმიერი სეზონის ბოლოს იქნება შესაძლებელი.
მიმდინარე სეზონში მესიმ „ბარსას“ მაისურით ყველა ტურნირზე 31 მატჩში ითამაშა, გაიტანა 24 გოლი და 16-ჯერ თანაგუნდელებს გაატანინა.