განახლებულ პორტუგალიის ჩემპიონატში, „ბენფიკას,“ საშინაო მატჩში ქომაგებმა „ტონდელასთან“ ფრე არ აპატიეს და თამაშის შემდეგ კლუბის ავტობუსს ქვები დაუშინეს.
ინციდენტი „ესტადიო და ლუჟის“ მახლობლად მოხდა. შედეგად, „არწივების“ ნახევარმცველებმა, იულიან ვაიგლმა და ანდრია ჟივკოვიჩმა შუშის ნამსხვრევებისგან დაზიანება მიიღეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ხულიგნები ამას არ დასჯერდნენ და ავტობუსზე თავდასხმის შემდეგ, შეტევა გუნდის რამდენიმე ფეხბურთელის სახლზეც განახორციელეს. ჯერჯერობით უცნობმა პირებმა, მათ სახლებზე მუქარის შემცვლელი წარწერები გააკეთეს. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ერთ-ერთი დაზარალებული, ასევე ნახევარმცველი პიცი გახლავთ.
„ბენფიკას“ ხელმძღვანელობამ დამნაშევეების მალევე დასადგენად სახელმწიფო სტრუქტურებს თანამშრომლობის გარანტია მისცა.
გეტყვით, რომ, მიუხედავად დაკარგული ქულებისა, „ბენფიკამ“ 60 ქულით პირველ ადგილზე გადაინაცვლა და „პორტუს“ დამატებითი მაჩვენებლით უსწრებს.