ბევრ ევროპულ ქვეყანაში ჩემპიონატი განახლდა. მართალია, ჯერ უმაყურებლოდ, მაგრამ გულშემატკივარს იმედი აქვთ, მალე დაუბრუნდებიან ტრიბუნებს, თუმც, აგერ, ჩეხეთში „პრჟიბრჟამი“ – „სლავიას“ (0:1) შეხვედრას ის 300 მაყურებელი ესწრებოდა, რომელებიც აბონემენტბით სარგებლობენ. გულშემატკივარი მთელი მატჩის განმავლობაში ემოციურად უჭერდნენ მხარს საკუთარ გუნდს, რომელიც ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.
ევროპის სხვა ქვეყნებშიც იგეგმება ტრიბუნებზე მაყურებლების დასწრება და ალბათ, საინტერესო უნდა იყოს, თუ როგორი გრაფიკით აპირებენ ქვეყნები ქომაგის ტრიბუნებზე დაბრუნებას.
მაგალითად, იტალიაში რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ, რადგან სხვა და სხვა გუნდებისთვის ზოგიერთი ვარიანტი მიუღებელია.
კერძოდ, ტრიბუნების მესამედით შევსებას „ლეჩე“ გამოეხმაურა, რომელსაც 30 ათასზე მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აქვს. გამოდის, მატჩებზე 10 ათასმა კაცმა უნდა იაროს, ხოლო კლუბს 20 ათასი აბონემენტები აქვს გაყიდული. ამ შემთხვევაში, მათმა მფლობელებმა რიგ-რიგობით უნდა იარონ თამაშებზე, რაც ქაოსს გამოიწვევს.
ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტი ანდრეა ანიელი მომხრეა თავიდან ეს ყველაფერი 10 %-ით დაიწყოს და შემდეგ 25 %-მდე ავიდეს. ამ შემთხვევაში „ლეჩე“ კიდევ უფრო იჩაგრება, რადგან მათ შეხვედრებს მხოლოდ 3 ათასი მაყურებელი დაესწრება.
ესპანურ ლა ლიგას დაგეგმილი აქვს სტადიონის ტრიბუნების შევსება ეტაპობრივად დაიწყოს: სექტემბერში – 30%, ნომბერში – 50%, ხოლო ახალი წლისთვის – სრულად.
ინგლისში, თასის ფინალზე 20 ათასი მაყურებელის დასწრებას ვარაუდობენ. ანუ, „უემბლიზე“, სადაც 90 ათასი მაყურებელი ეტევა, სტადიონის მხოლოდ 22% შეივსება.
პოლონეთში 19 ივნისიდან აპირებენ სტადიონები 25%-ით დატვირთონ. ივნისის შუა რიცხვებიდან დაუშვებენ ტრიბუნებზე მაყურებელს სერბეთშიც…