კომპანია аdidas-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველ მესუთ იოზილს სპონსორული ხელშეკრულება აღარ გაუგრძელოს.
მიზეზი არასპორტულია – კომპანია შეშფოთებულია ფეხბურთელის იმიჯით, რომელიც თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ერდოღანთან ახლო ურთიერთობასაც მოიცავს.
იოზილმა аdidas-თან კონტრაქტი 2013 წელს გააფორმა და მაშინ თანამშრომლობა Nike-თან გაწყვიტა. გერმანულ ბრენდთან 7-წლიანი კონტრაქტის მანძილზე იოზილმა 24 მილიონი ევროთი შეივსო ჯიბე.
შეგახსენებთ, 2013 წელსვე იოზილი „არსენალში“ მადრიდის „რეალიდან“ გადავიდა. სატრანსფერო თანხა 47 მილიონი ევრო იყო. პრემიერლიგაში, რომელიც ამჟამად შეჩერებულია, 31 წლის ნახევარმცველმა 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მხოლოდ ერთხელ გაიტანა და ორი საგოლე პასი გააკეთა. „არსენალთან“ კონტრაქტი ფეხბურთელს 2021 წლის ზაფხულამდე აქვს.