„რომა“ გაყიდვის პირას იყო, მაგრამ მილიარდერმა დენ ფრიდკინმა მისი შეძენა ვერ შეძლო. საქმეში ისევ და ისევ კორონავირუსი ჩაერთო.
თავდაპირველად ფრიდკინი, რომელიც სპარსეთის ყურის ქვეყნებში დაარსებული კომპანია Toyota Distributors-ის გენერალური დირექტორია და „რომას“ მფლობელი ჯეიმს პალოტა თითქმის შეთანხმებულნი იყვნენ, რომ კლუბი 710 მილიონ ევროდ გაიყიდებოდა. თუმცა, პანდემიამ რომაული კლუბის ფასი 475 მილიონ ევრომდე დააგდო. ეს მაჩვენებელი The Friedkin Group-მა დათვალა.
შედეგად, პალოტამ უარი განაცხადა ასეთ ფასად გაყიდვაზე და როგორც იტალიური მედია წერს, მოლაპარაკებების გაგრძელება გამორიცხულია.
აღსანიშნავია, რომ პალოტა ამჟამად კლუბის ეკონომიკური მაჩვენებლის გამოსასწორებლად მუშაობს. აქედან გამომდინარე ვარაუდობენ, რომ „რომა“ აქცენტს ახალგაზრდების შეძენაზე გააკეთებს, ასევე ფეხბურთელებზე, რომლებიც რომლებიც დღესდღეობით ვარსკვლავებად არ მიიჩნევიან.
აქვე შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ხმებით „რომას“ ქართველი გიორგი ჩაკვეტაძის შეძენა სურს.