ჯერ კიდევ განუახლებელი ჩემპიონთა ლიგის დასკვნითი ეტაპი წლეულს განსხვავებული ფორმატით ჩამთავრდება.

უეფას ერთი ვარიანტი გამოიკვეთა – ნახევარფინალი არ იქნება და გაიმართება ოთხთა ფინალი. თავიდან ვარაუდობნენ, რომ გუნდებს ჯერ საკუთარ მოედნებზე ეთამაშათ, ფინალი კი სტამბოლში გამართულიყო, მაგრამ ყველა თამაშს გერმანიაში გადაიტანენ. იქ ეპიდსიტუაცია გაცილებით უკეთესია, ვიდრე თურქეთში, ამასთან საშინაო ჩემპიონატიც უკვე განაახლეს.

საქმეს ასეთი პირი უჩანს: 7 და 8 აგვისტოს გაიმართება ჩემპიონთა ლიგის დარჩენილი მერვედფინალური მატჩები, 13 და 14 აგვისტოს მეოთხედფინალისტები ითამაშებენ, ხოლო სეზონის დასრულებას უეფა 31 აგვისტოს ფიქრობს.

Istanbul-Champions-League-Final
სტამბოლში, ჩემპიონთა ლიგის ფინალი, შესაძლოა, აღარ გაიმართოს