28 მაისის ვიდეოკონფერენციაზე ინგლისის პრემიერლიგის კლუბების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ 2019-2000 წლების სეზონი 17 ივნისს განახლდება. ამ დღეს ორი გადატანილი მატჩი: „ასტონ ვილა“ – „შეფილდ იუნაიტედი“ და „მანჩესტერ სიტი“ – „არსენალი“ გაიმართება. შემდეგი შეხვედრა სავარაუდოდ 19 ივნისს ჩატარდება, სრული ტური კი 20-ში დაიგეგმა.
პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების დასრულება 1-2 აგვისტოსაა დაგეგმილი, ამიტომ ქვეყნის თასის ფინალი. ჩემპიონატის დამთავრებიდან ერთ კვირაში, 8 აგვისტოს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ინგლისში, ისევე როგორც ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში, სეზონი კორონავირუსის პანდემიის გამო მარტში შეწყდა.