Elliott dreaming of Blackpool déjà vu - News - Blackburn Roversინგლისის ფეხბურთი 17 ივნისს უნდა განახლდესო, მაგრამ კორონავირუსი ნელ-ნელა ფეხბურთელებსაც უტევს. „ბლექბერნის“ კაპიტანს, 31 წლის ნახევარმცველ ელიოტ ბენეტს ტესტის შემდეგ დადებითი პასუხი ამოუვიდა, თუმცა რომ არა ფეხბურთი, ალბათ ვერც გაიგებდა.

როგორც ირკვევა, ბენეტს კორონავირუსი სიმპტომების გარეშე ჰქონდა და ახლა ერთკვირიან კარანტინშია გადაყვანილი.

„ვარჯიშები რომ არ გაგვეახლებინა, ალბათ ვერც გავიგებდი დაინფიცირებული თუ ვიყავი. არანაირი სიმპტომი არ მქონია. არადა, ისტერია იყო ატეხილი, ვარჯიშებს რატომ დაუბრუნდითო. იმ ხალხზე ინერვიულეთ, ვინც მართლა მძიმედ არის ავად და საავადმყოფოებში წვანან და არა ფეხბურთელებზე, რომლებმაც უსიმპტომოდ გადაიტანეს ეს ყველაფერი“, – განაცხადა ბენეტმა.

შეგახსენებთ, ეს მესამე შემთხვევაა ჩემპიონშიფში. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ჰალის“ ორი ფეხბურთელი დაინფიცირდა.