„ლაციოს“ პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო გამოცემა La Gazzetta dello Sport-ს ცრუ ინფორმაციისთვის სასამართლოში უჩივლებს.
როგორც ცნობილია, La Gazzetta dello Sport-ში იყო გამოქვეყნებული სტატია, რომ ლოტიტოს მიმართ გამოძიება დაიწყება. რომაული კლუბის პრეზიდენტმა 8 მარტს გამართულ „იუვენტუსი“-„ინტერის“ მატჩზე იეჭვა, ჩაწყობილი იყოო.
„ლოტიტომ მშვიდად მიიღო ჟურნალისტ სებასტიანო ვერნაცას სტატია, რომლის მიზანი კლუბის პრეზიდენტის დისკრეტიდაციაა. თავისუფალი პრესა არ ნიშნავს პიროვნების იმიჯის შელახვას. თუ ინფორმაცია პირდაპირ გამოიყენება პიროვნების მიმართ ზიანის მიყენებაში, საინფორმაციო საშუალება უნდა დაისაჯოს. აქედან გამომდინარე, ლოტიტომ საკუთარ ადვოკატებს უკვე დაავალა ამ საქმეს ხელი მოჰკიდონ. ჯერჯერობით, ადვოკატებმა უნდა გაარკვიონ საქმე სამოქალაქო იქნება თუ სისხლის სამართლის. კლუბის პრეზიდენტის დაცვის უფლებას კონსტიტუცია იძლევა“, – ნათქვამია „ლაციოს“ განცხადებაში.