ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურმა მატჩმა „ლივერპულსა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ შორის, კორონავირუსით ათეულობით ლეტალური შემთხვევა დააფიქსირა.

ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სამსახურის გამოკვლევით, აღნიშნულ მატჩზე დამსწრეთაგან  COVID 19-ით 41 ადამიანი გარდაიცვალა.

მატჩი, რომელიც „ენფილდზე“ 11 მარტს გაიმართა, ესპანურმა კლუბმა 3:2 მოიგო. შეხვდრას 52 267 მაყურებელი ესწრებოდა. იმ დროისთვის არც ინგლისში და არც ესპანეთში კორონავირუსის გამო საკარანტინო წესები არ მოქმედებდა.

სადღეისოდ კი, ორივე ქვეყანაში 540 ათასამდე ადამიანია ინფიცირებული, ხოლო 65 ათასზე მეტი გარდაცვლილი.

 

Jurgen Klopp's bitter comments about Atletico uncalled for | Buzz.ie

წილი
წინა სტატიაეჭვიანი ლოტიტო
შემდეგი სტატიასუპერმწვრთნელი ერთია!
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...