„ბარსელონა“ მომავალი სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში შემადგენლობის სერიოზულ გადახალისებას გეგმავს. ამთავითვე ცნობილია, რომ გუნდში გარანტირებულად მხოლოდ ექვსი ფეხბურთელი რჩება. ყველა დანარჩენი უკვე ინფორმირებულია, რომ ზაფხულში, შესაძლოა, ბარსელონას დატოვება მოუწიოთ.
„ხელშეუხებელთა“ შორის ლეო მესის გარდა ჟერარ პიკე, ანტუან გრიზმანი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ანსუ ფატი და ფრენკი დე იონგი არიან.
„ბარსელონა“ მიმავალი სეზონიდან ბიუჯეტის ხარჯების თითქმის 300 მილიონი ევროთი შეკვეცას გეგმავს. მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების (ასეთი კი ძალიან ბევრია) ჩანაცვლება ამ გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ზოგიერთი, შესაძლოა, „ინტერიდან“ ლაუტარო მარტინესის ანაც „იუვენტუსიდან“ მირალემ პიანიჩის ტრანსფერისას „ხურდაში“ გამოიყენონ.
ცნობილია, რომ ნელსონ სემედუ ახლოსაა „სიტიში“ გადასვლასთან. არტურო თანახმაა, კარიერა „იუვენტუსში“ გააგრძელოს, ჟან-კლერ ტოდიბო კი, შესაძლოა, „ევერტონში“ ვიხილოთ.