მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ჯერ 28 წლისაა, რაც მეკარისთვის ლამის ყმაწვილკაცობის ასაკია. ამის მიუხედავად, გერმანელი გოლკიპერი უკვე 6 წელია „ბარსელონას“ ღირსებას იცავს. მის მოქმედ კონტრაქტს ესპანურ კლუბთან 2022 წლის 30 ივნისს გასდიოდა ვადა. ბარსელონაში მისი დიდი ხნით დატოვება სურდათ, მაგრამ ტერ შტეგენი მიუნჰენში „ბაიერნის“ ბოსებსა და მანუელ ნოიერს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებსაც ადევნებდა თვალს. თუ ნოიერს კონტრაქტს არ გაუგრძელებდნენ, ტერ შტეგენს „ბაიერნში“ და რაც მთავარია, ერივნულ გუნდში ძირითადი მეკარეობის რეალური შანსი უჩნდებოდა.
გერმანელ მეკარესა და „ბარაელონას“ შორის მოლაპარაკებები გასულ პარასკევს შეწყდა. თუმცა, საკმარისი იყო ოთხშაბათს ნოიერს გერმანიაში გაეფორმებინა კონტრაქტი, პროცესი ესპანეთშიც განახლდა.
შეთანხმება მიღწეულია. ტერ შტეგენი „ბარსაში“ 2025 წლამდე დარჩება და სხვადასხვა ინფორმაციით 10-დან 18 მილიონ ევრომდე წლიურ გასამრჯელოს მიიღებს.
დარჩა ფორმალობა – კონტრაქტს ხელი საზეიმოდ მოეწერება.