სერია ა-ს განახლების გეგმა - ტესტები ...წინასწარი ინფორმაციით სერიაA-ს კლუბები დღეიდან უნდა შესდგომოდნენ გუნდურ ვარჯიშებს, მაგრამ ჯერ არაფერი შეცვლილა. კლუბებმა ვერ მიაღწიეს კონსენსუსს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროსთან და სამედიცინო პროტოკოლში ცვლილებებს ითხოვენ.
„იუვეს“, „ინტერის“ და „ლაციოს“ ბოსები კატეგორიულად ემხრობიან ჩემპიონატის განახლებას და არ სურთ ჩემპიონის ვინაობის კაბინეტებში გადაწყვეტა. ყველაზე წინააღმდეგობრივი პუნქტი ისაა, რომლის თანახმადაც ყველა გუნდი და პერსონალი სავალდებულო ორკვირიან კარანტინზე უნდა გადავიდეს თუ ვირუსზე ერთი სინჯი მაინც დადებითი აღმოჩნდება. ეს, ფაქტობრივად, ჩემპიონატის საბოლოოდ შეჩერების ტოლფასი იქნება.
კიდევ ერთ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას „უდინეზეს“ დირექტორი, რომელიც 13 ივნისს ჩემპიონატის განახლების სურვილს „გიჟური იდეა“ უწოდა. მისი თქმით, გერმანულ კლუბებს 7 კვირის განმავლობაში ვარჯიშებიც არ ეყოთ, რომ განახლებული ჩემპიონატის პირველსავე ტურში ტრავმების ეპიდემია აეცილებინათ თავიდან.
მოკლედ, ყველა სამედიცინო პროტოკოლის ჩასწორებას ელოდება. კლუბებს დასაკარგი არაფერი აქვთ და სავარაუდოდ, უკან დახევა ჯანდაცვის სამინისტროს მოუწევს.