EXCLUSIVE: Novak Djokovic's former coach on why Serb is a step ...მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი 22 მაისს 33 წლის გახდება. სპორტსმენისთვის სოლიდური ასაკის მიუხედავად, „ნოლე“ არ გამორიცხავს, რომ ჩოგნის პროფესიონალურ დონეზე ქნევა 40 წლამდე გააგრძელოს.

თუ გადავხედავთ, ამ დროისთვის ATP-ს ყველაზე ხანდაზმული ჩოგბურთელი 41 წლის ივო კარლოვიჩია, ჰოდა, ჯოკოვიჩის ეს განცხადებაც, აბა, რა გასაკვირია?!

„ნამდვილად მინდა კიდევ დიდხაბს ვითამაშო, თუმც იმისთვისაც მზად ვარ, რომ ძველებური ინტენსივობით ვეღარ ვითამაშებ. ცხადია, რთული იქნება ამდენი მატჩის გამართვა და ტურნირიდან ტურნირის მოლოდინში მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო. მალე მკვეთრად შევამცირებ ტურნირებზე გამოსვლას. შემიძლია 40 წლამდე ვითამაშო. აქედან გამომდინარე ფოკუსირება დიდ ტურნირებზე უნდა გავაკეთო. ვითამაშენ ისეთ კორტებზეც, რომელიც ჩემთვის ბევრს ნიშნავს. არ ვცნობ შესაძლებლობების ზღვარს. მიზანი დასახული მაქვს, თუმც მოტივაციას მხოლოდ რეკორდები არ მაძლევს – პირველ ყოვლისა მიზნები ჩემს პირადულ ზრდასთან არის დაკავშირებული“, – თქვა „ნოლემ“.