ნაციონალური საკალათბურთო ლიგის კომისარმა ადამ სილვერმა ლიგის მმართველ საბჭოსთან მორიგი ვიდეოკონფერენცია გამართა. მონაწილენი ოპტიმისტურად არიან განწყობილი NBA-ს სეზონის განახლებისთვის.
ყველაფერი იქით მიდის, რომ მსოფლიოს საუკეთესო საკალათბურთო ლიგა წლეულს მაინც ჩამთავრდება. ლიგის ხელმძღვანელობის ასეთი გადაწყვეტილებისკენ იხრება მოთამაშეთა პროფკავშირის პრეზიდენტი, „ოკლაჰომა სითის“ გამთამაშებელი კრის პოლი. მის გარდა პროფკავშირებში ლიგის ბევრი ვარსკვლავია, რომლებიც ერთხმად უჭერენ მხარს სეზონის განახლებას.
პოლის მიერ მოწყობილ ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობდნენ ლებრონ ჯეიმსი, ენტონი დევისი, კევინ დურანტი, იანის ანტეკოკუმბო, კავაი ლეონარდი, სტეფ კარი, დამიენ ლილარდი და რასელ ვესტბრუკი.
საუბრის ბოლოს ყველა კალათბურთელი შეთანხმდა გავიდეს მოედანზე და დაიცვას უსაფრთხოების წესები, რომელსაც ლიგა შესთავაზებს.