ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა მკაცრად გამოაცხადა, რომ 1 ივნისამდე ქვეყანაში სპორტული შეჯიბრება უმაყურებლოდაც კი არ გაიმართება, რითაც პრემიერლიგა სიხარულით ცას სწია — ინგლისის ჩემპიონატის განახლებას ხომ ისედაც 12 ივნისს აპირებდნენ. ამრიგად, ხელისუფლების ნებართვა არსებობს!
„ტოტენჰემ ჰოთსპურიდან” „ნიუკასლში” იჯარით გადასულმა მცველმა დენი როუზმა კი ჯონსონის გამოსვლას არადიპლომატიურად უპასუხა. მან f-იანი სიტყვის გამოყენებით თქვა, რომ ერის მორალისა და მხნეობის ფეხბურთით ამაღლება არ ადარდებს, რადგან კორონავირუსისგან ხალხი იხოცება, ხოლო სანამ ადამიანები კვდებიან, ფეხბურთის თამაში არ შეიძლება.
როუზმა თავისი პოზიცია ინსტაგრამით გამოხატა: „ალალად გეტყვით, ეს, რაღაც f…g ხუმრობაა. მთავრობა ამბობს, რომ ფეხბურთს ერის მორალის განსამტკიცებლად აბრუნებს, მე კი ერის მორალი …. მკიდია.
ხალხი რისკის ქვეშაა, გესმით ამ სიტყვების შინაარსი?
სანამ სიკვდილიანობა ასეთი მაღალია, ფეხბურთის დაბრუნებაზე ლაპარაკიც კი არ უნდა იყოს. ეს სისულელეა.
ჯერ დავიცადოთ. მე პარასკევს უნდა ჩამიტარონ ტესტირება, ჰოდა ვნახოთ რა პასუხი იქნება.
ვუსმინე მთავრობის განკარგულებას. პირველ ივნისამდე არანაირი ფეხბურთიო თუ რაღაც ასეთი თქვეს, ყურადღებაც კი არ მივაქციე. მე გული იმაზე მტკივა, რომ ხალხი ავად ხდება. ასეთ დროს ფეხბურთი უნდა იყოს ბოლო, რაც ადამიანს შეიძლება გაახსენდეს”.