ლონდონური „ტოტენჰემის“ მიერ პორტუგალიელი მწვრთნელის მიმართ არსებული ნდობის კრედიტი ამოიწურა.
ჟოზე მოურინიო პოსტს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეინარჩუნებს, თუ მომავალი სეზონის სტარტზე გუნდი პირველივე ტურებიდან ჩაერთვება უმაღლესი ადგილებისთვის ბრძოლაში.
თანაც, ჟოზე მოურინიუს ძირითადად არსებული კადრებით დაკმაყოფილება მოუწევს, რადგან „ტოტენჰემი“ სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას არ გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა გასული წლის ნოემბერში ჩაანაცვლა მარისიო პოჩეტინო. მას შემდეგ „დეზებმა“ რაიმე ტიტულის მოპოვების ყველა შანსი დაკარგეს და სადღეისოდ პრემიერლიგის ცხრილში მერვე ადგილი უკავიათ.