სიახლე წამიერად მოედო არამხოლოდ საფეხბურთო მსოფლიოს. გერმანიის საფეხბურთო კავშირისთავკაცმა კრისტიან ზაიფერტმა ოფიციალური განცხადება გააკეთა – 16 მაისს გერმანული ბუნდესლიგა ბრუნდება.
მართალია, ცარიელი ტრიბუნების წინ, მაგრამ ეს რა ბედენაა?! დღეს დიდი ფეხბურთი მხოლოდ სპორტი არ არის – იმედია, მომავლის რწმენაა და თუ გნებავთ პანდემიაზე გამარჯვების ერთგვარი სიმბოლოცა არის ბოლო თვეებში განაწამები და სახლში გამოკეტილი ადამიანებისთვის.
უკვე ცნობილია კალენდარი. ბუნდესლიგა 26-ე ტურიდან შემდეგი დაპირისპირებებით განახლდება:
ბუნდელიგა რურის დერბით განახლდება: დორტმუნდი – შალკე

16 მაისი. შაბათი

დიუსელდორფი – პადელბორნი
დორტმუნდი -შალკე
ჰოფენჰაიმი – ჰერტა
ლაიფციგი – ფრაიბურგი
აუგსბურგი – ვოლფსბურგი
აინტრახტი – გლადბახი
17 მაისი. კვირა
კიოლნი – მაინცი
უნიონი – ბაიერნი
18 მაისი. ორშაბათი
ვერდერი – ლევერკუზენი
ბუნდესლიგის დასრულება 27-28 ივნისსაა დაგეგმილი.