ვისაც 1992 წლის ოლიმპიური თამაშები ახსოვს, ალბათ არასდროს დაავიწყდება ამერიკის საკალათბურთო ნაკრები. ეს იყო დაუვიწყარი გუნდი – ალბათ, ყველა დროის საუკეთესო… მართლაც რომ „დრიმ თიმი“…
ეს იყო მაგარი ბიჭების გუნდი, რომელიც ნებისმიერ მოწინააღმდეგეს არ ახარებდა, მოედანზევე კლავდა. პირველმა „დრიმ თიმმა“ 8 თამაში გამართა, ცხადია, ყველა მოიგო. საშუალოდ 43,8 ქულის სხვაობით: ყველაზე დიდი სხვაობა ანგოლასთან დაფიქსირდა (66 ქულა), ყველაზე მცირე ფინალში, ხორვატიასთან (32 ქულა).
იმ გუნდის ფორვარდმა, დიდების დარბაზის წევრმა ჩარლზ ბარკლიმ მაშინდელი გუნდში არსებული სიტუაცია გაიხსენა.
„ეს იყო ეგოისტების ომი. დიდებული რამ, რისი მსგავსიც ცხოვრებაში არ გამომიცდია. გუნდში პლანეტის საუკეთესო მძიმე ფორვარდები, მე და კარლ მელოუნი ვიყავით და ყოველდღიურად ვდილობდით ერთმანეთი „მოგვეკლა“. შემადგენლობაში იყო მაიკლ ჯორდანი, რომელიც ვერ იტანდა კლად დრექსლერს. ისინი ცდილობდნენ ერთმანეთი „მოეკლათ“. იქვე იყვნენ დევიდ რობინსონი და პატრიკ იუინგი. ორივე მათგანი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ცენტრია. და ისინიც „კლავდნენ“ ერთმანეთს. იყო მეჯიქ ჯონსონი, რომელსაც მხოლოდ ის მიზანი ამოძრავებდა, რომ სკოტი პიპენისთვის 1991-92 წლების სეზონის სამაგიერო გადაეხადა.
ასე იყო ყოველდღე. ყველა ცდილობდა საკუთარი ძლიერება დაემტკიცებინა. ეს განსაკუთრებული ორი რამით იყო: პირველი, „მოეკლათ“ ერთმანეთი, ხოლო მეორე ის, რომ ყველა მატჩის შემდეგ ერთ ავტობუსში ვსხდებოდით და ერთ სასტუმროში მივდიოდით. თანაც ისე, რომ თითქოს არაფერი მომხდარა. ეს გრანდიოზული იყო“, – იხსენებს ბარკლი.
დავამატებთ, რომ ბარკლის ნახესენები კალათბურთელების გარდა 1992 წლის „დრიმ თიმში“ ჯონ სტოქტონი, ლარი ბერდი, კრისტიან ლეტნერი და კრის მალინი თამაშობდნენ. გუნდს კი ლეგენდარული ჩაკ დეილი წვრთნიდა, რომელსაც ლენი უილკენსი, პი ჯეი კარლესიმო და მაიკლ კრჟიჟევსკი წვრთნიდნენ.
უნდოდათ კი ამათ მწვრთნელი?