Albilad | 'Good for us' - Germany coach Joachim Loew on Leroy Sane ...პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია. ინგლისური „სიტის“ 24 წლის გერმანელი ნახევარმცველი ლეროი სანე სამშობლოში ბრუნდება. მან უკვე შეათანხმა 5-წლიანი კონტრაქტი მიუნხენის „ბაიერნთან“.
გერმანული კლუბის ბოსებმა ოლივერ კანმა და ჰასან სალიჰამიჯიჩმა დასტური მისცეს გარიგებას და მზად არიან ფეხბურთელში 40 მილიონი ევრო გადაიხადონ. შეგახსენებთ, რომ „ბაიერნში“ სანეს ტრანსფერი ზაფხულში იყო მოსალოდნელი, მაგრამ ფეხბურთელი მაშინ მძიმედ დაშავდა და გარიგებაც ამად ჩაიშალა.
სანე ინგლისში „შალკედან“ 2016 წელს გადაბარგდა. ის ახლაღა გამოტყდა, რომ „ბაიერნში“ თამაში ყოველთვის სურდა, მაგრამ მაშინ „შალკეს“ ფანების რისხვას შეუშინდა.
გელზენკირხენში „ბაიერნს“ მართლაც მოსისხლე მტრად თვლიან. სულ ახლახანს კლუბის ფანებმა სამსახურში მიაკითხეს მეკარე ალექსანდრ ნობელის მშობლებს და ღიად დაემუქრნენ – 23 წლის გოლკიპერს არ პატიობენ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით მიუნხენში მიდის.
ნობელის ოჯახმა პრობლემებისგან თავის არიდება არჩია და სრული შემადგენლობით ხანგრძლივ კრუიზში გაემგზავრა.