„პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელი კილიან მბაპე კლუბთან მოლაპარაკებებს მართავს. 21 წლის ფეხბურთელის სურვილია, კონტრაქტში ჩაიწეროს გამოსასყიდი თანხა, მხოლოდ მადრიდის „რეალისთვის”. თუ პარიზული კლუბი ფეხბურთელს დათანხმდება, მაშინ „რეალს” შეეძლება მბაპე ფიქსირებულ თანხად გამოისყიდოს და ეს საკითხი განხილვის საგნად არ უნდა გადაიქცეს.
მბაპეს მოქმედი კონტრაქტი საფრანგეთის მოქმედ ჩემპიონთან 2022 წლის 30 ივნისამდე აქვს. ფეხბურთელის სადღეისო ფასი 180 მილიონი ევროა და არაერთხელ ითქვა რეალის დაინტერესების შესახებ. არც კილიანს დაუმალავს, რომ „რეალში” თამაში სურს. ეს მოთხოვნაც ამის დასტურია. მით უფრო, რომ „რეალმა” ფეხბურთელს ახალი სუპერკონტრაქტი შესთავაზა — 700 000 ევრო კვირაში. ეს ორჯერ მეტია მბაპეს დღევანდელ ანაზღაურებაზე.
გეტყვით, რომ შეწყვეტილ ჩემპიონატში კილიანმა სულ 20 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 18 გოლი და გააკეთა 7 საგოლე პასი. ეროვნული პირველობის გარდა პსჟ სხვადასხვა საკლუბო ტურნირებშიც მონაწილეობდა. იქ მბაპე 13-ჯერ გავიდა მოედანზე და სტატისტიკური მაჩვენებელი გაცილებით უკეთესი აქვს — 12 გოლი, 10 პასი.