საფრანგეთის ჩემპიონატი ბოლოს 52 წლის წინ შეწყდა. თუ ახლა მიზეზი კორონავირუსია, მაშინდელი პაუზის მიზეზი ფრანგი ხალხისთვის ყველა კარგი გართობა იყო – პროტესტი, რომელშიც მონაწილეობა ფეხბურთელებმაც მიიღეს.
რევოლუციებითა და გაფიცვებით ცნობილ საფრანგეთში მსგავი გამოსვლები უცხო ნამდვილად არის, მაგრამ 1968 წლის მაისში პროსტესტი 10 მილიონამდე ადამიანმა გამოხატა. ასეთი მასშტაბური გაფიცვა ფრანგებს 1936 წლის შემდეგ არ ენახათ. მასობრივ მღელვარებას პრეზიდენტის, შარლ დე გოლის გადაყენება მოჰყვა.
პროტესტამდე რამდენიმე თვით ადრე საფრანგეთში ეკონომიკური სიტუაცია გაუარესდა, გაიზარდა უმუშევართა რაოდენობა, დაეცა ხელფასები. წლის დასაწყისში ნახევარი მილიონი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა და ეს ციფრი თანდათანობით იზრდებოდა. საბოლოოდ, 5 მილიონზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა. 1967 წლის ბოლო მუშათა კლასი ხელფასის გაზრდასა და კვირაში სამუშაო საატების შემცირებას ითხოვდა.
1968 წლის 3 მაისს სტუნდენტებმა სორბონას უნივერსიტეტი დაიკავეს, რის შემდეგაც ტალღამ პროვინციულ სასწავლებლებში გადაინაცვლა. ამას მოჰყვა ავიაციური ქარხნის მუშების პროტესტი, ხოლო 16 მაისისთვის 50 ქარხანა აბუნტებული იყო.
22 მაისის დილით პროტენსტანტებს ფეხბურთელებიც შეუერთდნენ, დაიკავეს საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის შენობა და იქ 27 მაისამდე იყვნენ გამაგრებულნი. შედეგად, ადგილობრივი ჩემპიონატი 11 ივნისამდე შეწყდა.
პროტენსტანტებს მხარს უჭერდა ფრანგული ფეხბურთის ლეგენდა ჟიუსტ ფონტენი. ფეხბურთელები ითხოვდნენ, რომ ფეხბურთი ფეხბურთელებს დაუბრუნდეს და განთავისუფლდნენ ფედერაციის ფულის ბორკილებისა და ხელდასმული მმართველობისგან.
ქუჩაში რიგდებოდა პროკლამაციები, რომლებიც პირდაპირ ადანაშაულებდნენ ფეხბურთის ფედერაციის ლიდერებს ფინანსების მითვისებაში.
უმთავრესი მოთხოვნა იყო პროფესიონალი ფეხბურთელის სტატუსის შეცვლა. საფრანგეთში იმ დროისთვის ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 35 წლამდე ჰქონდა. ამ სისტემას ეწინააღმდეგებოდა „ოქროს ბურთის“ მფლობელი რაიმონ კოპა და ფეხბურთელების მდგომარეობა მონურად მიაჩნდა. პროტესტის კიდევ ერთი პუნქტი იყო ბ ლიცენზია, რომლის თანახმად ფეხბურთელს სეზონის მსვლელობისას არ შეეძლო კლუბის შეცვლა.
ფეხბურთის ფედერაციის შტაბი 27 მაისს განთავისუფლდა, რადგან დაიდო პირობა, რომ 30 მაისს ყველა შეთანხმებას ხელი მოეწერებოდა.
შედეგად, 1967-68 წლის სეზონის დარჩენილი ხუთი ტური ჩატარდა და 13 ივლისამდე გაგრძელდა. საჩემპიონო ტიტული მეოთხედ მოიპოვა „სენტ ეტიენმა“.
მაისის პროტესტებმა საფრანგეთში პროფესიონალი ფეხბურთელების ბედი შეცვალა. 1969 წლიდან კონტრაქტების გაფორმება შესალებელი გახდა გარკვეული შეზღუდული ვადით. 1973 წელს ჩამოყალიბებული იქნა პროფესიონალ ფეხბურთელთა ქარტია და საფრანგეთი გახდა პირველი ქვეყანა, სადაც კლუბსა და ფეხბურთელს შორის უფრო ახლო, თანამედროვე ურთიერთობები ჩამოყალიბდა.
მაშინდელი მოვლენების ერთ-ერთი ორგანიზატორი ანდრე მირელი ქუჩაში მოპოვებული თავისუფალი არჩევანის შედეგად გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელიც 1969 წელს „რედ სტარიდან“ „რუანში“ გადავიდა…