ცნობილმა საფეხბურთო ჟურნალმა FourFourTwo ყველა დროის ასი საუკეთესო მწვრთნელის რეიტინგი გამოაქვეყნა. გემოვნებაზე, ბუნებრივია, არ დავობენ, მაგრამ ყველა დროის საუკეთესოდ სერ ალექს ფერგიუსონის აღიარება მოულოდნელობად ნამდვილად არავის აღუქვამს. მოქმედ მწვრთნელთაგან პირველ ათეულში მხოლოდ პეპ გვარდიოლა მოხვდა, სამწვრთნელო ელიტის ელიტა კი ასე გამოიყურება:
Rinus Michels has been voted Greatest European Manager of all time ...1. ალექს ფერგიუსონი (აბერდინი, შოტლანდიის ნაკრები, მანჩესტერი).
2. რინუს მიხელსი ( აიაქსი, ბარსელონა, ჰოლანდიის ნაკრები, კიოლნი, ლევერკუზენი).
3. იოჰან კრუიფი (აიაქსი, ბარსელონა).
4. ბილ შენკლი (ლივერპული).
5. პეპ გვარდიოლა (ბარსელონა, ბაიერნი, სიტი).
6. არიგო საკი (პარმა, მილანი, იტალიის ნაკრები, ატლეტიკო).
7. მეტ ბასბი (მანჩესტერი, შოტლანდიის ნაკრები).
8. ელინიო ერერა (ატლეტიკო, სევილია, ბარსელონა, ესპანეთის ნაკრები, ინტერი, იტალიის ნაკრები, რომა).
9. ერნსტ ჰაპელი (დენ ჰააგი, ფეენოორდი, სევილია, ბრიუგე, ნიდერლანდის ნაკრები, სტანდარდი, ჰამბურგი, ავსტრიის ნაკრები).
10. ვალერი ლობანოვსკი (დნეპრი, კიევის დინამო, სსრკ ნაკრები, უკრაინის ნაკრები).
შარშან ანალოგიური რეიტინგი „ფრანს ფუტბოლმაც“ შეადგინა. იმ ვარიანტში რინუს მიხელსი პირველი იყო, ფერგიუსონი – მეორე.