ჟოზე მოურინიუ „ტოტენჰემის“ პერსონალს საკვები პროდუქტების დარიგებაში დაეხმარა. მოგეხსენებათ, კლუბის ახალი სტადიონის სათავსოები კორონავირუსის პირობებში დიდ საწყობებადაა გადაქცეული, რომლებიდანაც პროდუქტებს ყველაზე გაჭირვებულ ადამიანებს და ეპიდემიაგადატანილებს ურიგებენ.
მოურინიუს აკრიტიკებდნენ სოციალური დისტანცირების დარღვევისათვის გუნდის ერთ-ერთი ბოლო ვარჯიშისას.
ახლა კი სოციალურ ქსელებში გამოჩენილმა ფოტოებმა, სადაც პორტუგალიელი სპეციალისტი საკვების ყუთებს არიგებს, საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. მათ შორის, დეზების ვარსკვლავების, რობი კინისა და იან ვერტონგენისა.